ხშირად დასმული კითხვები
აქ თავმოყრილია ის საკითხები, რომლებიც VPS-ის, backup-ის, managed მხარდაჭერის და IT აუთსორსინგის არჩევისას ყველაზე ხშირად ჩნდება.
რა არის VPS და როდის მჭირდება?
VPS არის იზოლირებული ვირტუალური სერვერი, რომელიც გამოგადგებათ ვებგვერდისთვის, CRM/API სერვისისთვის, მონაცემთა ბაზისთვის ან სატესტო გარემოსთვის.
რამდენ ხანში მზადდება სერვერი?
სტანდარტული კონფიგურაცია ჩვეულებრივ სწრაფად მზადდება. დამატებითი უსაფრთხოების, migration-ის ან custom setup-ის შემთხვევაში ვადები წინასწარ ზუსტდება.
Shared Hosting ავირჩიო თუ VPS?
Shared Hosting კარგია მცირე ვებგვერდისთვის და ელფოსტის მარტივი საჭიროებისთვის. VPS ჯობს მაშინ, როცა გჭირდებათ მეტი რესურსი, იზოლაცია, custom კონფიგურაცია ან სტაბილური დატვირთვის მართვა.
საჭიროა თუ არა backup?
backup საჭიროა ყველა პროექტისთვის, სადაც მონაცემების დაკარგვა რისკია. რეკომენდებულია მინიმუმ ყოველდღიური ასლი, შენახვის ვადის განსაზღვრა და აღდგენის ტესტი.
შესაძლებელია კონფიგურაციის შეცვლა?
დიახ. CPU, RAM და SSD რესურსები შეიძლება გაიზარდოს პროექტის საჭიროების მიხედვით, რაც ზრდას უფრო მოქნილს ხდის.
შესაძლებელია არსებული საიტის ან სერვერის გადმოტანა?
დიახ. migration-ისას წინასწარ მოწმდება ფაილები, მონაცემთა ბაზა, DNS ჩანაწერები, ელფოსტა და downtime-ის რისკები, შემდეგ კი იგეგმება გადმოტანის სწორი ფანჯარა.
რა განსხვავებაა Basic და Managed მხარდაჭერას შორის?
Basic უფრო ინფრასტრუქტურის საბაზისო ხელმისაწვდომობაზეა, Managed კი მოიცავს ადმინისტრირებას, განახლებებს, მონიტორინგს და ტექნიკურ ჩარევებს.
შედის უსაფრთხოების გამართვა მომსახურებაში?
უსაფრთხოების სამუშაოები შეიძლება მოიცავდეს firewall წესებს, SSH წვდომის გამკაცრებას, განახლებებს, SSL სერტიფიკატს, backup პოლიტიკას და საჭიროების მიხედვით მონიტორინგს.
როგორ მუშაობს მონიტორინგი და შეტყობინებები?
Managed სერვისში შესაძლებელია uptime-ის, დისკის, დატვირთვის და კრიტიკული სერვისების მონიტორინგი. ინციდენტის შემთხვევაში რეაგირების წესი წინასწარ შეთანხმებულ მხარდაჭერის დონეზეა დამოკიდებული.
ელფოსტის და DNS-ის გამართვაშიც მეხმარებით?
დიახ. შესაძლებელია დომენის DNS ჩანაწერების, ბიზნეს ელფოსტის, SPF/DKIM/DMARC რეკომენდაციების და mailbox migration-ის დაგეგმვა.
რას მოიცავს IT აუთსორსინგი?
კომპანიის კომპიუტერების, ქსელის, სერვერების, ელფოსტის, cloud სერვისების და მომხმარებლების მხარდაჭერას ერთიანი შეთანხმებით.
რა არის VOIP ტელეფონია და PBX?
VOIP ტელეფონია არის IP ქსელით ზარების განხორციელების ტექნოლოგია. PBX (Private Branch Exchange) არის შიდა სატელეფონო სადგური, რომელიც მართავს შიდა ნომრებს (extensions), IVR მენიუს, ზარების მარშრუტიზაციას და გარე ხაზებთან (SIP Trunk) კავშირს.
შესაძლებელია VOIP ტელეფონიის IT აუთსორსინგთან ერთად აღება?
დიახ. VOIP ტელეფონია არის IT აუთსორსინგის ერთ-ერთი შემადგენელი მიმართულება. ერთიანი კონტრაქტი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ როგორც კომპიუტერების, ქსელის, უსაფრთხოების, ისე ტელეფონიის მხარდაჭერა ერთი გუნდისგან.
როგორ იწყება თანამშრომლობა?
პირველად ვაზუსტებთ საჭიროებებს, არსებულ ინფრასტრუქტურას და პრიორიტეტებს. ამის შემდეგ მზადდება რეკომენდებული კონფიგურაცია, მხარდაჭერის დონე და ეტაპობრივი სამუშაო გეგმა.
გსურთ ზუსტი კომერციული შეთავაზება?
გამოგვიგზავნეთ კალკულატორით არჩეული პარამეტრები ან მოკლე აღწერა და 24 საათში მოგიმზადებთ რეკომენდებულ კონფიგურაციას.